ოლიგარქი მძიმე დღეების მოლოდინში - რატომ ეშინია ივანიშვილს ბრიტანული სანქციების?!
ოლიგარქი ივანიშვილის დასანქცირებას დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში უკვე მთავარი პარტია ითხოვს. ყოველდღიურად იზრდება იმ პოლიტიკოსების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი მისი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო ბრიტანეთის ფინანსური სანქციების სიაში უნდა აღმოჩნდეს. პრორუსი ოლიგარქის სანქციებს ითხოვს ბლერ მაკდუგალიც, ის თემთა პალატაში ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია სანქციების მომხრეა. დღეს კარს მომდგარი სანქციები ვერ უარყო ბრიტანეთის ელჩმა.
გარეტ უორდმა პირველებთან ინტერვიუში პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა გაგრძელდება და "ოცნების" მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტები გაჩერდება იქამდე, სანამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სისასტიკეს ოლიგარქის მთავრობა არ შეწყვეტს.
ივანიშვილს ეშინია, განსაკუთრებით ბრიტანული სანქციების, ამიტომ ვირჯინიის კუნთების ოფშორებში რეგისტრირებული ყველა კომპანია თუ აქტივი საქართველოში რამდენიმე დღეში გადმოიტანა.