როგორ ხედავს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მოვლენების განვითარებას?
როგორ ხედავს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მოვლენების განვითარებას? - პრეზიდენტი ვაშინგტონში ამერიკული კვლევითი ცენტრის სტუმარი იყო, სადაც ბევრი ისაუბრა ოლიგარქზე და მის გუნდზე. ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ რეჟიმი ყოველ დღე სულ უფრო რეპრესიული ხდება და კომპრომისისთვის სივრცეს არ ტოვებს.
ერთი კვირაა, სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონშია. ქართველი ხალხის არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც ამერიკა ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფალს უწოდებს, დროს არ კარგავს და პარტნიორებს მეტ მხარდაჭერას სთხოვს. ეს იმ დროს, როდესაც "ოცნება" შტატების ახალ მთავრობასთან ურთიერთობის დასალაგებლად ჯერ ისევ დიფსთეითის დამარცხებას ელოდება.