წყალში გადაყრილი მილიონები - რამდენს ხარჯავს "ოცნება" ლობისტებში
ირაკლი კობახიძე ვერ ამბობს, რა სარგებელი მიიღო ქვეყანამ ლობისტებში დახარჯული მილიონებით. მხოლოდ 2024 წელს, მხოლოდ 1 კომპანიას საქართველოს მთავრობამ ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადა. ღარიბაშვილის პრემიერობისას გაფორმებული კონტრაქტი "ოცნების" რეჟიმისთვის სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ ხელშეკრულების მიხედვით, თვეში 40 ათას დოლარს იღებდა, მაგრამ სანქციებს ვერც ივანიშვილი და ვერც მინისტრები ვერ გადაარჩენს - მილიონზე მეტი ხალხის ჯიბიდან გადაიხადეს.
Chartwell Strategy Group-ს რომელსაც ხალხის ფული გადაუხადეს, ორპარტიულად მუშაობს. კონტრაქტში მთავრობამ ჩაწერა, რომ კომპანიამ ამერიკაში წამყვან ჯგუფებთან უნდა გააღრმაოს ურთიერთობები, თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში. დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, რომ ამერიკიდან მხარდაჭერა მიიღოს. დავალებების სია გრძელია, მაგრამ "ოცნებას" ვერც ლობისტებმა ვერ უშველეს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობაც კი გაწყვიტა.
მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარი ბიუჯეტიდან წყალში ივანიშვილის რეჟიმის მიზნებისთვის დაიხარჯა. არადა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში სააკაშვილს აკრიტიკებდა ლობისტებში ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამო. ამას არქივი ინახავს.
ნახევარ მილიონიანი კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე მოქმედებდა. ფული დაიხარჯა, თუმცა ლობისტების მუშაობამ ვერც ივანიშვილს, ვერც მისი რეჟიმის მინისტრებს და პოლიციის მაღალჩინოსნებს აარიდა სანქციები.