რა ხდებოდა ალეკო ელისაშვილის სასამართლოზე?

23.01.25 21:22
რა ხდებოდა ალეკო ელისაშვილის სასამართლოზე?

,,ძლიერი  საქართველოს''  ლიდერი  მოსამართლე ნინო  თარაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში  უმტკიცებდა, რატომ არის მისი საქმე პოლიტიკური მოტივირებული. ალეკო ელისაშვილი საპროტესტო აქციების პიკში "ოცნებამ" მათ წევრზე ალი ბაბაევზე თავდასხმის მოტივით დააკავა, თუმცა ვიდეომასალაში ჩანს, რომ ალი ბაბაევი რკინის ჯოხით თავად მისდევს ელისაშვილს. დღეს ოპოზიციის ლიდერმა სხდომა იმ მასალების ბათილობა მოითხოვა, რომელზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ მტკიცებულებაა ოპოზიციის ლიდერის ციხეში გასაშვებად. 

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროკურატურის საქმის მასალებში არაერთი შეუსაბამობა აღმოაჩინა. მაგალითად, საქმეში  დევს უცხო  ქვეყნის მოქალაქის ჩვენება, რომელსაც ხელს აწერს თარჯიმანი, ეს მოქალაქე საქართველოში არ არის, ამიტომ კაცმა არ იცის, რა თარგმნეს და რა ჩაწერეს საქმეში. 

მოსამართლემ  დასაშვებად არ ცნო  დაცვის მხარის მიერ  სასამართლოზე წარმოდგენილი  ქუჩის ვიდეო გამოკითხვა,  რომელშიც,  ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით,  ჩანს რომ ალი  ბაბაევის პოლიტიკურ  მოღვაწეობას არავინ იცნობს და შესაბამისად პოლიტიკური  ნიშნით  დევნის კვალიფიკაცია  ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.