განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად- უილსონი
განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად- წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში და ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
მისი თქმით, “ჩეხური მორალური და სტრატეგიული სიცხადე ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე!"
მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ჩეხეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ტომაშ პოიარს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინისა და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად. ჩეხური მორალური და სტრატეგიული სიცხადე ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე!", - წერს უილსონი.