"კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება" - კალაძის მუქარა

24.01.25 13:30
"კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება" - კალაძის მუქარა

თბილისის მერი საჯარო მოხელეებს რეპრესიებით ემუქრება - კახა კალაძე მედიასთან ამბობს, რომ "უწყებიდან კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია". 

"ქართული ოცნების" წევრი ასევე ამტკიცებს, რომ აქამდე მერიიდან საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული მოქალაქეები იმიტომ გაუშვეს, რომ მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. 

ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს. ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება - როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს." - ამბობს კახა კალაძე.