"უნიჭო, არაფრისმომცემი შოუ იქნებოდა, ჩვეულებრივი ფარისევლობაა" - კალაძე "ახალი თეატრის" მანიფესტზე
თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ 23 იანვარს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის მიერ შესრულებული საპროტესტო მანიფესტი "უნიჭო" და "არაფრისმომცემია".
"როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ვუყურებ, ფარისევლობაა" - ირწმუნება კახა კალაძე.
სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ - უნიჭო, არაფრისმომცემი. როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ამდენი ხანი ვუყურებთ, ჩვეულებრივი ფარისევლობაა." - ამბობს კალაძე.
"ახალი თეატრის" დასის გეგმა ცნობილია - ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.
ამავე თემაზე:
- დავიცავთ ანდროს, მის ოჯახის და მის ავტორიტეტს არ შევალახვინებთ - ნინო კასრაძე
- ანდრო ჭიჭინაძის და მისნაირი უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჯდომა ქვეყნის ჭრილობაა- ნანა ბუთხუზი
- სასამართლო საბჭოთა ცირკად, მოსამართლეები კი მოქეიფე გვამებად აქციეს - ეკა დემეტრაძე
- სისტემა უნდა დაინგრეს! - გიორგი ბახუტაშვილი
- ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან - კახა კინწურაშვილი