მოვუწოდებთ "ოცნებას", შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები - AEC/EPASA
ევროპული კონსერვატორიების ასოციაცია, მუსიკალური აკადემიის და ევროპის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტთა ასოციაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
AEC/EPASA ივანიშვილის რეჟიმის მიერ პედაგოგების, სტუდენტების, ხელოვანებისა და რიგითი მოქალაქეების კონსტიტუციურად გამყარებული უფლებების დარღვევას გმობენ და ადამიანის საყოველთაო უფლებებისადმი ერთგულებას ადასტურებენ.
AEC/EPASA "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სინდისის ყველა პატიმარი და შეწყვიტოს მათ წინააღმდეგ რეპრესიები.
სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულ სტუდენტებს, პედაგოგებსა და სასწავლებლებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ მათ ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და აკადემიური თავისუფლების დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები.
დაკავებული სტუდენტების და კულტურის სფერო წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება აუცილებელი ნაბიჯია ნდობის აღსადგენად, საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კულტურის სფეროს კეთილსინდისიერების დასაცავად.
ვადასტურებთ ადამიანის საყოველთაო უფლებებისადმი ჩვენ ერთგულებას. ევროპის კონსერვატორიების ასოციაცია და ევროპის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტთა ასოციაცია ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დაკვირვებას ამ რთულ პერიოდში". - წერია განცხადებაში.