კობახიძე, კალაძე რიჟვაძე, ბოჭორიშვილი - "ოცნების“ დელეგაცია აბუ-დაბიში გაემგზავრა
"ქართული ოცნების“ დელეგაცია აბუ-დაბიში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კახა კალაძე, თორნიკე რეჟვაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან დავითაშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზარქუა, სანიკიძე და სამხარაული თანმხლებ პირებთან ერთად აბუ-დაბიში მილიონერმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დაპატიჟა, ბრიტანული ჯგუფის Coldplay-ის კონცერტზეც წაიყვანა, მაგრამ როცა ცივი ზამთრის ცხელ ქალაქში გატარებას და დასვენებას აპირებდნენ, ციხეში აღმოჩნდნენ.
პატიმრობისთვის თავი რომ დაეღწიათ, თითოეულს ჯარიმა 50 ათასი დირჰამი უნდა გადახდა, რაც, დაახლოებით, 13 ათას 600 დოლარია. "შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ გოჩა ენუქიძემ დაფარა არა მხოლოდ მისი და 3 თანაპარტიელის, არამედ მოქალაქე გიორგი გოგოლაძის ჯარიმაც. იმ ახალგაზრდის, ვინც ზარქუას დასაცავად სასტუმროს პერსონალს თავში თეფში ესროლა.