გორში, აქტივისტ, ვახო ფიცხელაურს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

26.01.25 22:51
გორში, აქტივისტ, ვახო ფიცხელაურს თავს დაესხნენ, გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

 

 

ფიზიკური ანგარიშსწორება გორში -  წმინდაწყლის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტი, ვახო ფიცხელაური გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. 

დაზარალებულს ამბობს, რომ  მინიმუმ 3 ნიღბიანი მაშინ დაესხა, როცა ის მაღაზიაში მიდიოდა.

 ვახო ფიცხელაურის თქმით, მან თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა. 

"ყველაფერი წამართვეს რაც ჯიბეში მედო - ტელეფონი, საფულე, სიგარეტი დამიტოვეს მხოლოდ, მაღაზიაში მივდიოდი მანქანით, უკან ამომიდგა "მარშუტკა", გადმოვიდნენ იქიდან და დაქოქილი მანქანიდან გამიტაცეს, გამძარცვეს და მცემეს" - აცხადებს დაზარალებული. 

დაშავებულს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

სამოქალაქო ატივისტის ცოლის თქმით, ვახო ფირცხელაურს  დაზიანებები აღენიშნება. ის  თავდასხმას ფირცხელაურის  პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.