იმედს ვიტოვებთ, კამერების ჩანაწერები სრულად გადმოგვეცემა - „გახარია საქართველოსთვის“

27.01.25 12:34
იმედს ვიტოვებთ, კამერების ჩანაწერები სრულად გადმოგვეცემა - „გახარია საქართველოსთვის“

იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა! - ამის შესახებ  “გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში აღნიშნული.

მათი თქმით, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს  გაეცნობა.

“პროკურატურამ, შერატონ ბათუმის ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები“, - წერია განცხადებაში. 

როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და შერატონ ბათუმის აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, შერატონ ბათუმის ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები. 

დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი გაეცნობა საქმის მასალებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესაც. 

ამავე თემაზე: