საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნების ორგანიზებაა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

27.01.25 13:26
საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნების ორგანიზებაა -  ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება -  ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კიასტუსის ბუდრისმას თქმით, ეს არის წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დაინახავენ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება. 

„ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია კვლავ ქუჩებში დგას, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ ამას პასუხი გავცეთ. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, ჩვენ ხელიდან გავუშვით ძლიერი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და ძლიერი შემზღუდველი ზომების დაწესების შესაძლებლობა, როგორც ეს ჩვენ ლიეტუვაში დავაწესეთ და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც ჩვენს მაგალითს მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ასევე ნახეთ: