ჯაფარიძე: PACE-ზე ცალკე საკითხად დავაყენეთ მზია ამაღლობელის მდგომარეობა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ცალკე საკითხად დავაყენეთ მზია ამაღლობელის მდგომარეობა, დაინტერესებაც იყო მათი მხრიდან და ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც ჩვენ გვქონდა - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტიკოსის თქმით, PACE-ში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქოცების დელეგაციის უფლებამოსილება დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ახლა საკითხი წავა 2 კომიტეტში განსახილველად და სავარაუდოდ დადგება კენჭისყრაზე ოთხშაბათს.
ალდეს ბიურომ, რომლის წევრები ჩვენც ვართ, ჩვენს მიერ წარდგენილი მასალების განხილვის და ჩვენი მოსმენის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაუჭერს ქოცების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მხარს"- დაწერა ჯაფარიძემ.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი 16 დღეა, შიმშილობს.