სანქციების იმხელა ჭავლი მოდის, რომ ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას დანებდება - ხაზარაძე

31.01.25 11:13
სანქციების იმხელა ჭავლი მოდის, რომ ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას დანებდება - ხაზარაძე

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართვის ფონზე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ნებას დანებდება, რასაც "სანქციების ჭავლი" აიძულებს.

"ეს რეჟიმი აუცილებლად გამოაცხადებს კაპიტულაციას" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან". 

იმხელა ჭავლი მოდის სანქციების, რომ ძალიან მალე ყველა მიხვდება, რომ უნდა დანებდეს ქართველი ხალხის ნებას. პირველ რიგში, ეს ეხება ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მას ამაგრებს. ბრიტანეთი ის ადგილია, რომელიც არის დაინტერესებული, რომ საქართველო არ მოექცეს ისეთი ქვეყნების გავლენის ქვეშ, როგორიც არის ირანი და ა.შ.. ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური და ძლიერი, აქ არ უნდა იყოს ისეთი რეჟიმი, როგორიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ის თანამშრომლობს ისეთ რეჟიმებთან, როგორიც არის ჰეზბოლა, "ჰამასი". ის სანქციები, რომელიც ბრიტანეთმა და შტატებმა დაიწყეს, აუცილებლად მივა ბოლომდე და ეს რეჟიმი აუცილებლად გამოაცხადებს კაპიტულაციას", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ

  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

"დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს" - წერია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ".

ამასთან, ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის გარდა, საქართველოსთან ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობა შაეჩეროს. 

მსგავსი სიახლეები