"ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის დასანქცირება მტკივნეული ნაბიჯი იქნება" - სანიკიძე
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის მტკივნეული ნაბიჯი იქნება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ ქართველი ოლიგარქის მიერ ქონების მიმალვის სქემები გამოაშკარავდება და დასავლეთიც სწორედ ამ წერტილში დაარტყამს.
დიდი ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის სანქცირება დაკავშირებულია მისი ქონების საკმაოდ მნიშვნელოვანი ქონების სანქცირებასთან. მისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული ნაბიჯი. მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ ის სუსტი წერტილები, რაც ივანიშვილის ქონების მიმალვის სქემებს აქვს, კიდევ უფრო მალე იქნება გამოაშკარავებული და ზუსტად იქ მოხდება დასავლეთის მხრიდან ინტერვენცია", - ამბობს ლევან სანიკიძე.
კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ.
- დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
"დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს" - წერია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ".
ამასთან, ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის გარდა, საქართველოსთან ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობა შაეჩეროს.