სანქციების შიში - კობახიძის სამიზნე ამჯერად დიდი ბრიტანეთია

31.01.25 13:38
სანქციების შიში - კობახიძის სამიზნე ამჯერად დიდი ბრიტანეთია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართვასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი პირველ კომენტარს აკეთებს. 

ირაკლი კობახიძეს ისრები გაერთიანებული სამეფოსკენ გადააქვს და კამერების წინ ირწმუნება, რომ "მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა".

"ბრიტანეთი დემოკრატიის აკვანია, ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებზე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია" - ამტკიცებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი. 

ზოგადად, დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანია. ვიღაცებს „შერატონი“ ჰქონიათ ცივილიზაციის აკვანი, სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებზე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჯონ ლოკის ქვეყანაა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.

კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ

  • დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.

"დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს" - წერია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ".

ამასთან, ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის გარდა, საქართველოსთან ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობა შაეჩეროს. 

მსგავსი სიახლეები