"ბოჭორიშვილის უკანონო ბრძანება მოწმობას, რომ საგარეო უწყებაში რეპრესიები გაგრძელდება" - აქუბარდია

01.02.25 12:23
"ბოჭორიშვილის უკანონო ბრძანება მოწმობას, რომ საგარეო უწყებაში რეპრესიები გაგრძელდება" - აქუბარდია

"ბოჭორიშვილის უკანონო ბრძანება მოწმობას იმას, რომ პოლიტიზაცია და რეპრესიები გაგრძელდება საგარეო უწყებაში" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებების შეტანა ერთ მიზანს, საჯარო მოხელედ "ქართული ოცნების" ინტერესთა დამცველი პირების დანიშვნას ემსახურება. 

მაკა ბოჭორიშვილის ეს უკანონო ბრძანება კიდევ ერთხელ მოწმობას იმას, რომ პოლიტიზაცია და რეპრესიები გაგრძელდება საგარეო უწყებაში. თუ გავიხსენეთ, მათ შორის, ელჩების გადადგომას და სამინისტროს თანამშრომლების ძალიან მკაფიო პოზიციას ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს კიდევე ერთხელ აჩვენებს, რომ გარდა კომპეტენციის ნაკლებობისა, მაკა ბოჭორიშვილის პირდაპირ აქვს დავალებული ის, რომ თავისი ადმინისტრაციული აქტით კანონსაწინააღმდეგოდ მოიყვანოს თავისი პარტიის და არა ქვეყნის სასარგებლო მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეები და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი სუსტად არიან საგარეო საქმეთა უწყებაში'', - ამბობს თეონა აქუბარდია.

საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, ჯერი დიპლომატიურ სამსახურზე დადგა - "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ბრძანება, რომლითაც დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 27 იანვრით თარიღდება და 28 იანვრის შემდეგ მოქმედებს, დიპლომატიურ თანამდებობაზე შესაძლებელი გახდა პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება. 

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულ მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდება, მაშინ ავტომატურად შეწყდება ამ პოზიციაზე დანიშნული ყველა დიპლომატის კონტრაქტიც. 

მსგავსი სიახლეები