"სურთ, საგარეო შინაარსობრივად გამოშიგნონ და ყველა კონტროლის ქვეშ ამყოფონ" - ნინო კალანდაძე

01.02.25 13:53
"სურთ, საგარეო შინაარსობრივად გამოშიგნონ და ყველა კონტროლის ქვეშ ამყოფონ" - ნინო კალანდაძე

დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებების შეტანას ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი, ნინო კალანდაძე სახელმწიფო აპარატის პოლიტიკური გემოვნებისა და ინტერესების მორგების მექანიზმად მიიჩნევს.

ნინო კალანდაძე "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიზანია საგარეო საქმეთა სამინისტრო შინაარსობრივად გამოშიგნოს და თითოეული დიპლომატი კონტროლზე აიყვანოს. 

სახელმწიფო აპარატი ყველა უწყებაში და პირველ რიგში დიპლომატიურ სამსახურში დგას ამ ე.წ. ინსტიტუციურ მეხსიერებაზე, რომელსაც ატარებენ სწორედ ბიუროკრატიული წარმომადგენლები, ანუ სახელმწიფო აპარატი ის თანამშრომლები, რომლებიც ხელისუფლებათა და ადმინისტრაციასთან ცვლილებასთან ერთად არ იცვლებიან.

ახლა დაკვეთა პირიქით არის, ახლა სახელმწიფო აპარატს არგებენ პოლიტიკური გუნდის გემოვნებებსა და განწყობებს. ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი დანიშნულება - პირველი, რომ შინაარსობრივად გამოშიგნონ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას ფუნქციური დატვირთა არ ჰქონდეს და მეორე, იმიტომ, რომ ყველა ამყოფონ კონტროლის ქვეშ. ყველამ იცოდეს, რომ ეს ძალიან დროებითია, მას კარიერულ დიპლომატიასთან არანაირი საერთო აღარ ექნება და არის დროებითი დანიშნული პირი, რომელიც მოიხსნება მინისტრთან ლოიალობისა და პოლიტიკურ გუნდთან ლოიალობის არ გამოიჩენის გამო. ეს არის კონტროლის მექანიზმი'', - ამბობს ნინო კალანდაძე.

საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, ჯერი დიპლომატიურ სამსახურზე დადგა - "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ბრძანება, რომლითაც დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 27 იანვრით თარიღდება და 28 იანვრის შემდეგ მოქმედებს, დიპლომატიურ თანამდებობაზე შესაძლებელი გახდა პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება. 

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულ მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდება, მაშინ ავტომატურად შეწყდება ამ პოზიციაზე დანიშნული ყველა დიპლომატის კონტრაქტიც. 

მსგავსი სიახლეები