მტკიცებულებები "ხარებას" წინააღმდეგ - სანქცირებული ვაჟა სირაძე გარბის (ვიდეო)
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე გარბის და იმალება, როცა მას "პირველების" კორესპოდენტი გდდ-ის შეფის "ხარებას" მიერ ჩადენილ დანაშაულზე უსვამს კითხვას.
საუბარია, "შაბათის ეთერის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეო-კადრებზე, სადაც ჩანს, რომ დაკავებულები პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.
სანქცრებული სირაძე "პირველებმა" მაშინ გადაიღო, როცა ის თბილისში მიმდინარე მარშს დაბურულშუშიანი ავტომობილიდან აკვირდებოდა. ნანუკა ქაჯაიას კითხვების პირისპირ აღმოჩენილი შს სამინისტროს თანამშრომელი გაქიცა.
სირაძემ არ უპასუხა კითხვას, როგორ აფასებს "ხარებას" მიერ ჩადენილ დანაშაულს. უპასუხოდ დარჩა კითხვა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე რომ ანგარიშსწორებაში სავარაუდოდ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.