ექსკლუზიური კადრები - "ხარება" აქციის მონაწილეს ფიზიკურად პირადად უსწორდება
"თბილისი მოლთან" დაკავებულები პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.
კადრები "შაბათის ეთერის" ოპერატორმა აღმაშენებლის ხეივანზე გადაიღოო.
აქციის მონაწილეებისა და აქციის მონაწილეების შეფასებით, "ტვ პირველის" მიერ გადაღებული კადრები ადასტურებს, რომ დაკავებულებს ე.წ. კორიდორში ატარებდნენ, ადამიებს, სადაც მათ სცემდნენ. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ჩართულია არა მხოლოდ სპეცრაზმი, არამედ პოლიცია.
კადრების გაშიფვრის შემდეგ, დგინდება, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ პირები, ვისაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშები ჰქონდათ.
პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა დღევანდელ ძალადობაზე "ხარებათნ" ერთად მიეკერება თემურ კუპატაძეს.
შეგახსენებთ, რომ სანქცირებული ხარება დღეს აღმაშენებლის ხეივანზე აქციის დაწყებამდე გამოჩნდა - მისი გადაღება "პირველების" კამერამ შეძლო.
"ხარებასთან" ერთად ავტომობილში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი, იგივე "ტყუპი".
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინებოდა, "ხარება" ავტომობილში სიმღერებს უსმენდა.
"ტვ პირველის" კორესპოდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სთხოვა, გდდ-ის შეფი ალკოტესტზე გადაემოწმებინა, თუმცა უცნობია, ჩაუტარდა თუ არა ძალადობაში მხილებულ ზვიად ხარაზიშვილს აღნიშნული ტესტი.