უნივერსიტეტის კამპუსთან "ხარება" გამოჩნდა (ვიდეო)
"თავისუფალი უნივერსიტეტის" კამპუსის ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" ავტომობილით გამოჩნდა.
განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ძალოვანი "პირველების" კამერამ დააფქსირა, თუმცა მან ჟურნალისტის არცერთ კითხვას არ უპასუხა.
"ხარებასთან" ერთად ავტომობილში იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი, იგივე "ტყუპი".
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, "ხარება" ტერიტორიას პირადად აკონტროლებს, თან ავტომობილში სიმღერებს უსმენს.
უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი. ასევე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძე.
თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ იკრიბებიან სტუდენტებიც. ისინი მარშით Tbilisi Mall-თან გადაინაცვლებენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
ფოტო: NEWS.On.ge