მაკკლირი: ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს - მე და უილსონმა მინისტრს პუტინის მარიონეტის დასანქცირებისთვის მივმართეთ
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს, პლატფორმა X-ზე წერს, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლაში გაერთიანებული სამეფო ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.
"ამ შაბათ-კვირას საქართველოში განხორციელებული ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა" - აღნიშნავს ინგლისელი პოლიტიკოსი და ბრიტანეთ მოქმედებისკენ მოუწოდებს.
დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ. დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას საქართველოში განხორციელებული ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ“, - წერს მაკკლირი.
კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართავენ.
- დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, დევიდ ლემისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს.
"დაუწესეთ სანქციები მჩაგვრელ ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინის ინტერვენციას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენიტეტს" - წერია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "ივანიშვილის პარტია ხელს უწყობს ქვეყნის სვლას პუტინის ჯიბისკენ".
ამასთან, ამერიკელი და ინგლისელი დეპუტატები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანის გარდა, საქართველოსთან ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობა შაეჩეროს.