თავჩახრილს მირტყეს - პირველი ინტერვიუ მზარეულთან, რომელიც "ხარებას" რაზმმა სასტიკად სცემა

04.02.25 15:30
თავჩახრილს მირტყეს - პირველი ინტერვიუ მზარეულთან, რომელიც "ხარებას" რაზმმა სასტიკად სცემა

 

 

სასტიკით გამორჩეული "ხარებას" და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ათობით პირდაპირი სამხილი არსებობს - სპეცრაზმის ძალადობაზე საუბრობს  "პირველებთან" ზურაბ შონიაც, აქტივისტი,  რომელიც ამბობს, რომ დიღომში პოლიციამ სასტიკად ცემა. 

აქტივისტს ხილული დაზიანებები მთელს სახეზე და სხეულზე ახლაც ეტყობა. ახალგაზრდამ "ინგოროყვას კლინიკა" დღეს დატოვა.

მზარეული, რომელიც პროევროპული აქციებიდან გაიცნო ხალხმა, ამბობს, რომ არ ახსოვს გაატარეს თუ არა სპეცრაზმელების ე.წ. კორდონი და აღმოჩნდა თუ არა ის "ხარებას" წინაშე. 

„დამიჭირეს, მცემეს, მომხდარის შესახებ დეტალურად მას შემდეგ მოვყვები, რაც იურისტებს შევხვდები. სანამ ავტომობილამდე მიმიყვანდნენ, მანამდე [გამისწორდნენ]. არ ვიცი, თავჩახრილი მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში. მანქანაში პატრული ნორმალურად მექცეოდა”, - ამბობს ის.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა.