გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეებს "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" ეძახის

04.02.25 16:32
გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეებს "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" ეძახის

გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებმაც დღეს პარლამენტში შეძახილებით შეაცილეს, "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" ეძახის .

დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი - წერს სოციალურ ქსელში პეტრიაშვილი.

"მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს,რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება,არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი რაზეც პასუხს აგებს ყველა!რაც დღეს საზოგადოებამ ნახა,არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! თქვენ აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი ! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ,უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!
დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!" - წერს პეტრიაშვილი ინსტაგრამზე.

"სირცხვილი" - ამ შეძახილებით შეაცილეს პარლამენტის შენობაში "ქართული ოცნების" წევრი, გენო პეტრიაშვილი ადგილზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რომელიც მოშიმშილე პატიმარს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.