რეჟიმი ვა ბანკზე მიდის - "ოცნება" ოპონენტებს ციხეში არარსებული დანაშაულისთვის უშვებს
რეჟიმი ვა ბანკზე მიდის - "ოცნება" ოპონენტებს ციხეში არარსებული დანაშაულისთვის უშვებს. თბილისი მოლთან 2 თებერვალს დაკავებული 8 პირს თავიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ახლა მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რეჟიმი მათ მაგისტრალის ჯგუფურად გადაკეტვას ედავება. არადა, ცნობილია, რომ 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელი საერთოდ არ გადაკეტილა.
მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს 48 საათიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, მათ საპატიმროს კარი გაუღეს, თუმცა მალევე, სამმართველოს ეზოდანვე უკან შეაბრუნეს.
საუბარია ირაკლი ტაბატაძეზე, ნიკოლოზ კუტუბიძეზე, ვასილ ელიავაზე, ალექსანდრე გოგოლაძეზე, დიმიტრი ბიძინაშვილზე, გიგი უგულავაზე, ირაკლი წიგნაძესა და ნიკოლოზ ქუმსიაშვილზე.
"პირველებს" დღეს ჰქონდა შესაძლებლობა, კითხვები დიმიტრი ბიძინაშვილსა და გიგი უგუალავასთვის დაესვათ. ორივე აცხადებს, რომ რეჟიმის არ ეშინიათ და ბრძოლას ბოლომდე აანონსებენ.
ის, რომ ივანიშვილი 8-ვე დაკავებულს აბსურდული ბრალდებით სჯის, ღიად საუბრობენ ადვოკატებიც.
რეჟიმის პირობებში ნებისმიერი ნორმა ინსტრუმენტად არის ქცეული და მათ არაფერი აინტერესებთ გარდა იმისა, რომ ადამიანები დააშინონ. არ იქნებოდა ეს მუხლი? სხვა მუხლით შეეცდებოდნენ ადამიანების დაჭერას და დაშინებას. შესაბამისად, ერთადერთი გზა ამ უკანონობისგან თავის დასაღწევად გადის რეჟიმის ჩამოშლაზე, - ამბობს ბექა ბასილაია.
ხარება ძალადობს, პოლიციელები ძალადობენ, ყველა მოძალადე დღეს არის გარეთ და თავისუფალი ადამიანები უნდათ, რომ დააკავონ. წიგნაძე დააკავეს იმიტომ, რომ ნაცემ მოქალაქეს ძირს რომ დავარდა, იმას ეხმარებოდა და თითქოს ამის გამო, რომ შეეწინააღმდეგა პოლიციას, ამ მხულით იყო და დღეს უკვე გადაუკვალიფიცირეს. ეს არის ცრუ სამართალი, რომელიც ემსახურება დიქტატურას, - ამბობს კიდევ ერთი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში პოლიციური დიქტატურა დაამყარა.
კიდევ რას ამბობს პროდასავლური ოპოზიცია ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.