"ჩემი ადვოკატი ფიქრობს, რომ მიუხედავად რეჟიმისა, პროცედურები დაძრას" - მელია ჩოქურის საქმეზე
აღძრავს თუ არა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ საქმეს - ნიკა მელია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მისივე ადვოკატის რჩევით, გიორგი ჩოქურის წინააღმდეგ "პროცედურები დაიძვრება".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2 თებერვალს, გიორგი ჩოქურის მიერ მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასაც იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა "ისანი-სამგორის შენობაში გადება ის, რაც წესით ვერ უნდა გაებედა".
ნიკა მელიას შეფასებით, ივანიშვილი/გომელაურის აწყობილ სისტემას თავადვე რეჟიმის მსახურები ჩამოანგრევენ - "ვერ უშველის 2 ათასი მოზონდერო პოლიციელი. იმ 2 ათასი პოლიციელისგან რომელიმე დაადებს ხელბორკილს საკუთარ შინაგან საქმეთა მინისტრს".
ჩემი ადვოკატი ფიქრობს, რომ მიუხედავად ამ რეჟიმისა, პროცედურა დაძრას, წინ წაიგდოს საქმე. ის ამას აპირებს. მე მჯერა, რომ სადაც ჩოქური ამდენს ბედავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც მეტი ხელმისაწვდომობა აქვს მედიასთან, რას გაბედავს სხვების წინააღმდეგ. ისანი-სამგორის შენობაში ბედავს იმას, რასაც წესით ვერ უნდა ბედავდეს. ის ადამიანებიც, რომლებიც წამების ავტორები არიან, იდენტიფიცირდებიან. ერთმანეთს დააბეზღებენ, ერთმანეთს ჩაუშვებენ. ასე გაიხსნება ყველა ის ძალადობრივი დანაშაული, რომელიც ამ თვეების განმავლობაში ჩაიდინეს.
ვერ გადარჩება. ერის წინააღმდეგ ისეთი ბრძოლა გააჩაღა, ვერ უშველის მას 2 ათასი მოზონდერო პოლიციელი. იმ 2 ათასი პოლიციელისგან რომელიმე დაადებს ხელბორკილს საკუთარ შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს ჩემი რწმენაა და ხომ არ მოგატყუებთ", - ამბობს ნიკა მელია.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ დაკავების შემდეგ მასზე პოლიციის მაღალჩინოსანმა ფიზიკურად იძალადა. მელიას ცნობით, ისნის პოლიციის შუშებიან განყოფილებაში მას ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩოქურმა ფეხი დაარტყა.