ნიკა მელია: პოლიციის შენობაში პოლიციელმა, გიორგი ჩოქურმა წიხლი ჩამარტყა

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მალია "ტვ პირველის" ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მასზე პოლიციის მაღალჩინოსანმმა ფიზიკურად იძალადა - მელიას თქმით, ისნის პოლიციის შუშებიან განყოფილებაში მას ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩოქურმა ფეხი დაარტყა.
მისი თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანსა და მას შორის სხვა პოლიციელები ჩადგნენ. პოლიტიკოსის განცხადებით, ფაქტს მინიმუმ 7 სამართალდამცავი ესწრებოდა, რომლებმაც "წყობიდან გამოსული ჩოქური "გააკავეს.
მელია ვიდეო-კადრების ამოღებას და გასაჯაროებას ითხოვს. მისივე განცხადებით, ინცინდენტისას კიდევ ერთი პოლიციელი აქტიურობდა, რომელიც აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა.
„ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასოდეს მქონია პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და დაპირისპირება პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულს. დღეს ეს მქონდა. ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქურთან მქონდა შელაპარაკება. სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს. ავდექი და მქონდა ადეკვატური შეპასუხება. იქ 7-8 პოლიციელი იდგა, რომელმაც გააკავეს ეს ადამიანი. მეორე შეტევა რომ წამოიწყო, საკუთარი თანამშრომლები ჩაუდგნენ შუაში.
ბუნებრივია, მე ხელბორკილდადებული ავდექი და მქონდა ადეკვატური შეპასუხება ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ იქ 7-8 სხვა პოლიციელი იდგა იქ, რომლებმაც გააკავეს ეს ადამიანი. ეს ადამიანი წყობიდან არის გამოსული, ამიტომაც არის ასეთი აგრესიული, ის დაცლილია სიმართლისგან და ეუხერხულება იმის მოსმენა, რომ ივანიშვილის სამსახურშია და არა არანაირი პოლიციელი ის არ არის. ეს ვუთხარი მე მას, რომ ის არაა პოლიციელი" - განაცხადა მელიამ "დღის ამბებში".
ვინ არის გიორგი ჩოქური:
გუშინ, "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ სამოქალაქო აქტივისტის, ნენსი ვოლანდის სახლის ჩხრეკის სპეცოპერაციას ადგილზე სწორედ პოლიციელი, გიორგი ჩოქური იმყოფებოდა და ოპერაციასაც თავად ხელმძღვანელობდა.
ჩოქურის ისტორია პოლიციაში წინა ხელისუფლებიდან იწყება - ის თავდაპირველად სოდ-ში მუშაობდა. შემდეგ "ოცნების" მმართველობის პერიოდში ხაშურის და კასპის პოლიციის უფროსი იყო, საიდანაც სკანდალით წამოვიდა. ჩოქურს ჟურნალისტები ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.