ვინ არის გიორგი ჩოქური, რომელიც ნენსი ვოლანდის სახლის ჩხრეკის სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა?

01.02.25 20:29
ვინ არის გიორგი ჩოქური, რომელიც ნენსი ვოლანდის სახლის ჩხრეკის სპეცოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა?

 

სამოქალაქო ატივისტის, ნენსი ვოლანდის სახლის ჩხრეკის სპეცოპერაციას ადგილზე ისან-სამგორის სამმართველოს პოლციიელი, გიორგი ჩოქური ხელმძღვანელობდა.

"შაბათის ეთერის" კამერამ ის სახლთან გადაიღო, თუმცა მან გამომძიებელი ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის არცერთ კითვას არ უპასუხა. 

ვინ არის გიორგი ჩოქური:

მისი ისტორია პოლიციაში წინა ხელისუფლებიდან იწყება - ის თავდაპირველად სოდ-ში მუშაობდა.

შემდეგ "ოცნების" მმართველობის პერიოდში ხაშურის და კასპის პოლიციის უფროსი იყო, საიდანაც სკანდალით წამოვიდა. ჩოქურს ჟურნალისტები ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

  • ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.