უტა ივანიშვილის და ელჩის შეხვედრა - "ოცნება" არ გამორიცხავს, რომ შავ ჩანთაში "წიგნები იდო"
უტა ივანიშვილის და ელჩის შეხვედრა ტოკიოში - "ოცნება" თავდაცვის რეჟიმშია. ივანიშვილის დეპუტატები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, შავ ჩანთაში, რომელიც თეიმურაზ ლეჟავამ ოლიგარქის ვაჟს გადასცა, საქართველოს შესახებ წიგნები იდო.
გააჩნია ამ შავ ჩანთაში რა დევს, იქნებ საქართველოს შესახებ წიგნები დევს? არ ვიცი, - ამბბს ლევან ხანაშვილი.
დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ "ჭორაობაზე" კომენტარს ვერ გააკეთებს.
იაპონური გამოცემებიც ჩვენზე ლაპარაკობენ? ჭორაობაზე ვერ გაგცემთ პასუხს, - ამბობს მათიკაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა - აუდიენცია 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთი რესტორნის კუთხეში შედგა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება.
გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის სახე.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინსტრო.