თავდასხმა ლაშა გაბიტაშვილზე - რას ამბობს ირაკლი ზარქუა
"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას აბუ დაბის სკანდალთან და პირადად მასთან კავშირი არ აქვს. ივანიშვილის გუნდის წევრი გაბიტაშვილს "როვოკატორად" მოიხსენიებს და არ გამორიცხავს, რომ მასზე შური შესაძლოა, მეზობელმა ან ყოფილმა მეგობარმა იძია, რომელსაც ოდესღაც შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება დაადგენს, - ამბობს ზარქუა.
ძალადობა მიუღებელია კატეგორიულად. თუ ჩემზე აქვს ვინმეს ეჭვი, მე არ მჩვევია ასე. როცა დააშავა, არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, მითუმეტეს, იქ, კამერების წინ, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა, არ მომრიდებია, სადაც ოჯახსი შეურაცხყოფაა და ახლობლების, პასუხი გავცე და მომავალშიც ასე ვიზამ. ხოლო მაგის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. მან თავისი პოზიცია დააფიქსირა, რა, როგორ და რასთან დაკავშირებით ჰქონდა ეს ინიციატივები და შესაბამისად, მე გაგებით მოვეკიდე. მგონია, რომ არცერთმა ხალგაზრდამ არ უნდა გამოაყენებინოს თავი ამ სექტას, ამ უსამშობლოებს და ამით დამთავრდა ჩვენი თემა. ასე რომ, მცდელობა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ კიდევ ამაზე ქულები დაიწერონ, საცოდავები არიან. თუ რამე არის ეჭვი, აგერ არის, არ გაუჭირდება ჩივილი პოლიციაში და შესაბამისად, თუ დამიბარებენ, იგივე ჩვენებას მივცემ როგორც აბუ დაბიში მივეცით ჩვენება გამოძიება როცა მიმდინარეობდა. ზოგადად, გამოირჩევა ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით. შეიძლება მეზობელიც იყოს, შეიძლება მისი ყოფილი მეგობარი იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა კამერით რომ დარბის, იმანაც შეიძლება... არ ვიცი ნიღბით იყო თუ უნიღბოდ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ, - ამბობს ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით სამი ნიღბიანი თავს სახლთან, იმ დროს დაესხა, როცა ის ძაღლს ასერინებდა. ის ახლა ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
თავად გაბიტაშვილი ფიქრობს, რომ მომხდარი აბუ დაბის სკანდალის გაგრძელებაა.
უზნაძის ქუჩაზე, სადაც ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თავს დაესხნენ, კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები "პირველებს " უდასატურებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არ ამბობენ, ამოიღებულია თუ არა ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
13 იანვარს "ოცნების" დეპუტატები ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად აბუ დაბიში გაუსწორდნენ. წინა დღეს აქტივისტმა მათ "მონები" და "რუსები" ეძახა.