არცერთი დღე დაკავებების გარეშე - აქციის მონაწილეებზე შსს-მ ნადირობა გამოაცხადა
ხმაური და დაპირისპირება პროტესტის 75-ე დღეს ქვეყნის ცეტრალურ გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო გზის სავალ ნაწილზე გადასვლა გარდაუვალი გახდა. ამ დროს ვახო გომელაურის დაჯგუფება მოქმედებაზე გადავიდა. პოლიციელებმა საჩვენებელი დაკავებები დაიწყეს იმისთვის, რომ ხალხი შეეშინებინათ.
ერთ-ერთი დაკავებული 31 წლის სანტექნიკოსი კახა თურმანიძეა. "პირველებთან" მისი მეუღლე დეტალურად იხსენებს, როგორ განვითარდა მოვლენები პარლამენტის წინ. გვიყვება, რომ პოლიციელები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
ხელბორკილები დაადეს სინდისის პატიმრის, ომარ ოკრიბელაშვილის მამასაც. პოლიციისათვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება.
სადამსჯელო სპეცოპერაციაზე სულ 4 პირი დააკავეს, მათგან 2 ხელწერილის საფუძველზე გამოშვეს. დაკავებულებს შორის მოხვდა პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი. ირკვევა, რომ გახარიას გუნდის წევრის დაკავების ბრძანება პირადად სერგი ბზიშვილმა გასცა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.