შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო - ბოგდან აურესკუ

22.03.21 15:30
შეშფოთებული ვართ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო - ბოგდან აურესკუ

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად მედიაციის პროცესის გაგრძელებას მიესალმება. 

როგორც საქართველოს მეგობრები და პარტნიორები, შეშფოთებას გამოვხატავთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. მივესალმებით შარლ მიშელის ვიზიტს საქართველოში და მოვუწოდებთ მედიაციის გაგრძელებისკენ შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად - განაცხადა ბოგდან აურესკუმ. 

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,  ჟოზეფ ბორელის, მოხსენებას მოისმენენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.