"სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა შერატონ ბათუმთან გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო" - "საქართველოსთვის"

13.02.25 15:44
"სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა შერატონ ბათუმთან გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო" - "საქართველოსთვის"

"სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა შერატონ ბათუმთან გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო" - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.

ყოფილი პრემიერის გუნდი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, შერატონ ბათუმი რეჟიმთან ერთად აქტივისტებს დევნის.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, შერატონ ბათუმი რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში შერატონ-ბათუმის თანამონაწილეობა გააპროტესტეს.

სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა შერატონ ბათუმთან გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო. 

შერატონ ბათუმმა, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები. 

საზოგადოებას შევახსენებთ, შერატონ ბათუმმა ჯერ სასტუმროში შექმნა თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა (პერსონალისგან დაცალა სასტუმროს ლობი და არ გამოიძახა პოლიცია), შემდეგ გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების - კამერების ჩანაწერების გადამალვას." - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესაც. 

ამავე თემაზე: