მაია მწარიაშვილი ოცნებას: "გაგასწროთ ავტობუსმა"
პოლიტიკური სპექტაკლი - ასე აფასებენ იურისტები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემფასებელ კომისიას მმართველობიდან 13 წლის თავზე ქმნის.
"გაგასწროთ მატარებელმა" - ეუბნება ივანიშვილის გუნდს თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი.
მაია მწარიაშვილის თქმით, თანამდებობრივ დანაშაულს აქვს თავისი ხანდაზმულობის ვადები აქვს და უმრავლეს შემთხვევაში ეს ვადები დარღვეულია.
იურისტი ამბობს, რომ თუ საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური სპექტაკლი არ არის, კომისია უნდა დაინტერესდეს ხომ არ ჩაიწვა ხანდაზმულობის ვადები ხელოვნურად:
სამართლებრივად, ეს როგორი რამეა იცით - გაგასწროთ ავტობუსმა. თუ ვინმე იყო პასუხისგებაში მისაცემი და არ მისცეს, ესე იგი ხელოვნურად ჩაწვეს ხანდაზმულობის ვადები, რადგან თანამდებობრივ დანაშაულს აქვს თავისი ხანდაზმულობის ვადები და ეს ვადები უმრავლეს შემთხვევაში გასული იქნება, ამიტომ ეს სპექტაკლი რას ემსახურება არ ვიცი. უკეთეს შემთხვევაში ეს სპექტაკლი რას უნდა ემსახურებოდეს იცით? - თუ პროკურატურამ განგებ არ იმუშავა, ვიღაცები პასუხისგებაში არ მისცა და ჩაწვა ხანდაზმულობის ვადები, მაშინ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს ამ საგამოძიებო კომისიამ, ეს იქნებოდა ეფექტური"- თქვა მაია მწარიაშვილმა.
"ქართული ოცნების" პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.