ეს არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა - ტიკარაძე მედდის გარდაცვალების გამო გადადგომას არ აპირებს

22.03.21 15:57
 ეს არის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა - ტიკარაძე მედდის გარდაცვალების გამო გადადგომას არ აპირებს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ახალციხეში ახალგაზრდა მედდის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმეზე პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა ამის გამო გადადგომას არ აპირებს.

ჯანდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა , გრძნობს პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული ადამინის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა, რაც მოხდა, არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი  გაფართოვდეს - თქვა ტიკარაძემ.

 ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ვაცქინაციის შემდეგ 27 წლის მედდას ყველანაირი სამედიცინო დახმარება გაეწია. 

იქ ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გაგზავნა ადგილზე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა. როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დააკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება, - თქვა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები