ლევან სანიკიძე 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს

14.02.25 11:50
ლევან სანიკიძე 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს

ორი დღის შუალედში, მეორედ დამაჯარიმეს 5000 ლარით. არ იყიდება თავისუფლება, არა", - წერს ლევან სანიკიძე. 

ცნობისთვის, ლევან სანიკიძე პირველად 12 თებერვალს დააჯარიმეს. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლში მიაკითხეს, თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ოქმი არ ჩაიბარეს და უფრო მეტიც, სახლშიც კი არ შეუშვეს. მას "ივანიშვილის ქცევის კოდექსის" დარღვევას ედავებიან.