მზია ამაღლობელის ადვოკატი: სასამართლოს შეეშინდა
"სასამართლომ ვერც კი გარისკა დაენიშნა პროცესი და განეხილა მზია ამაღლობელის ამაღლობელის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა, სასამართლოს შეეშინდა ამის გაკეთევის"- ასე აფასებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაიას გადაწყვეტილებას „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მისი თქმით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მოუწევდა, მზის სინათლეზე გამოსულიყო, რადგან დაცვის მხარე პროცესზე მყარი არგუმენტევით მივიდოდა.
ამ პროცესზე ბრალდებამ უნდა ამტკიცოს, რომ ჩვენი გარემოებები არ არის საკმარისი პატინროვის შესაცვლელად. თავისსთავად ცხადია, რომ მათი არგუმენტი 0 იქნება, მაგრამ, სასამართლოს სამარცხვიბო განჩინებას აუცილებლად გამოვაქვეყნებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს ყოლბაიას საქმენი საგმირონი.
მზიას წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებით, ქართველი მართლმსაჯულება თავის სამარცხვინო ისტორიას წერს" - აღნიშნავს იურისტი.
მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.
ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.