სანამ გვეყოლება იდიოტი მთავრობა მანამდე ვიცხოვრებთ ამ იდიოტიზმში - ბაჩო დოლიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს
ბაჩო დოლიძე 5000 ლარით დააჯარიმეს - ამის შესახებ პარტია პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას გზის გადაკეტვას ედავებიან.
მისი თქმით, არადა, 11 თებერვალს ის აქციას მას შემდეგ შეუერთდა, როცა გზა უკვე გადაკეტილი იყო:
თბილისში ნებისმიერი ნორმალური დილა უნდა იწყებოდეს სახლის კარებთამ პატრულის ეკიპაჟით და 5000 ლარიანი ჯარიმით. ერთი არ უჩვენრბიათ მტკიცებულება გზის გადაკეტვის მართლა თავზე უნდა გადაახიო ამ ჭორვილელ ქაჯს ყველა ჩეკი რასაც კარდაკარ არიგებს.
უცბად ჩართო ყველამ სამხრე კამერა, ასე რომ დიდი ბოდიში პიჟამით ვიყავი თუ გამომაჭენეს.
აქ რომ მირთავთ ამ კამერებს სადაც საჭიროა იქ ჩართეთ ხოლმე სულ რომ გამორთული გაქვთ ნუ რა უნდა ეპასუხათ უხერხული ღიმილის გარდა.
11 თებერვალს არადა გადაკეტილზე მივედი, სანამ გვეყოლება იდიოტი მთავრობა მანამდე ვიცხოვრებთ ამ იდიოტიზმში"- წერს პოლიტიკოსი.