ბათუმში რაც მოხდა, ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! - ირაკლი კუპრაძე

16.02.25 12:00
ბათუმში რაც მოხდა, ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! - ირაკლი კუპრაძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას "დანაშაულს" უწოდებს და პასუხისმგებლობას არალეგიტიმურ ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის ყველა თანამონაწილე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. 

ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო, - წერს კუპრაძე.  

ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული!
,,ოცნების ქალაქში" ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და კობახიძემ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული ღონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს. 
209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს. 
დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში 2 ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში...
ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო.
უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს!, - წერს ირაკლი კუპრაძე. 

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი  სწორედ თხრილში იპოვეს.