"ბიძინას კისერზეა, რაც ხდება, ბიძინას სისტემა აკეთებს ამას" - ანა დოლიძე ბათუმის ტრაგედიაზე
ბიძინას კისერზეა რაც ხდება, ბიძინას სისტემა აკეთებს ამას, - ასე ეხმიანება ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში საჯარო უსაფრთხოებაზე არავინ მუშაობს და ყველაფერი მხოლოდ ოლიგარქის კეთილდღეობაზეა მიმართული.
საზარელი ტრაგედია ბათუმში და ენით აუწერელი უსამართლობა. რა სიტყვებით უნდა ანუგეშო ადამიანმა ოჯახები ამ დროს. ბიძინას კისერზეა რაც ხდება ეს. ბიძინას სისტემა აკეთებს ამას. კორუფცია და სიხარბე, რომ არაფერი საჯარო უსაფრთხოებაზე არ მუშაობს, 10-15 ოჯახის კუჭის უსაფრთხოების გარდა. ქვეყანა იმართება მხოლოდ ერთ საკითხში: ოლიგარქატის გადარჩენა. დანარჩენი ავტოპილოტზეა. ამას ეწირება ყველაფერი, ბავშვებიც, - წერს ანა დოლიძე.
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.