ბათუმში დატრიალებული ტრაგედია "ოცნების" პასუხისმგებლობაა - პეტრე ცისკარიშვილი
ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ეღთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ივანიშვილის ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში ატყუებდა დევნილებს, რომ საცხოვრებელ ბინებს აუშენებდა, თუმცა აღნიშნული ტრაგედიით დასრულდა.
ცისკარიშვილს არც სამართლიანი გამოძიების იმედი აქვს.
მთავარია მშვიდობაო და ეს სამშენებლო სამუშაოები კი არ იყოო, წინამორბედი სამუშაოები იყოო, - აი, ასეთი აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის მიმართ. პასუხისმგებლობა არის ცალსახად იმ ადამიანებზე, ვინც 12 წელია იმ ხალხს იმ ე.წ. ოცნების ქალაქში ატყუებდა, ჰპირდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ საარჩევნოდ ხმები მიეღო. ამის შედეგია ის უბედურება და ტრაგედია, რაც დატრიალდა. კონკრეტული პიროვნებები ალბათ გამოიკვეთებიან, მაგრამ მე არც გამოძიებას ვენდობი, რომ იქ რამე სიმართლე გაირკვევა, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს.
ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მტავრობას აკისრებს.