"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი შესაძლოა, გახარიას გუნდს შეუერთდეს

22.03.21 17:12
"ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი შესაძლოა, გახარიას გუნდს შეუერთდეს

ტვ პირველის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი გახარიას გუნდს შეუერთდება. საუბარია 8 დეპუტატზე ესენი არიან: ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ დაუშვილი, რესან კონცელაძე. მათი ნაწილი ადასტურებს, რომ გახარიასთან კომუნიკაცია გადადგომის შემდეგაც აქვთ. რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ შეხვედრები პოლიტიკას არ უკავშირდება და ისინი "ოცნების" დატოვებას არ აპირებენ. 

ის არის ჩემი მეგობარი, მასთან გადადგომის შემდეგ კომუნიკაცია მქონდა, თუმცა არა პოლიტიკურ გეგმებზე, მან დააანონსა, რომ რჩება პოლიტიკურ ცხოვრებაში , - ამბობს "ოცნების" წევრი, ბექა ლილუაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს დილით ექს-პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.  გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.

მსგავსი სიახლეები