გახარია: წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილის სახე, როცა ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა

18.02.25 13:13
გახარია: წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილის სახე, როცა ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა

 

 

ექსპრემიერი გიორგი გახარია, რომელსაც ევროპიდან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას ტიტუშკები თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს. 

გახარიას მსგავსად, სალომე ზურაბიშვილიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერების სამიზნე გახდა. 

წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე  კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.
ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს"- წერს გიორგი გახარია. 

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

მსგავსი სიახლეები