სამოქალაქო აქტივისტს ნიკოლოზ ლაცაბიძეს თავს დაესხნენ

18.02.25 18:08
სამოქალაქო აქტივისტს ნიკოლოზ ლაცაბიძეს თავს დაესხნენ

სამოქალაქო აქტივისტს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს თავს დაესხნენ – ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ნიკოლოზ ლაცაბიძის ცნობით, მას თავს 4 უცნობი პირი დაესხა. ლაცაბიძემ თავი ახლომდებარე პროფილაქტიკას შეაფარა. 

აქტივისტს სამედიცინო კვლევები კლინიკა "ვივა მედში" ჩაუტარდა. ირკვევა, რომ მას ტვინი შერყევა აქვს და ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

გამოკვლევები ჩამიტარეს. გამომიწერეს ერთი ორი-სამი დღე წოლითი რეჟიმი და მძიმეეს აწევისგან თავის შეკავება. მსუბუქი ტვინის შერყევა მაქვს. როცა გამოვედი სამსახურიდან, სახლში მივდიოდი და გზად რომ ჩამოვიარე, შავი ვოლცვაგენით იყვნენ. სამი ნიღბიანი რომ გადმოვიდა და ჩემსკენ სწრაფი ტემპით წამოვიდა, ეგრევე მივხვდი, რომ ჩემს საცემრად იყვნენ მოსულები და მეც ავუჩქარე ნაბიჯებს და რომ გამოიქცნენ, მეც გავიქეცი, დამარტყა თვალის არეში სავარაუდოდ ან სპორტსმენები იყვნენ, ან ვარჯიშობდნენ მინიმუმ. დავვარდი ეგრევე და მერე გაიქცნენ, - ამბობს ლაცაბიძე. 

დაზარალებული ამბობს, რომ თავდასხმის ადგილას ბევრი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, შესაბამისად, დამნაშავეების დადგენა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები