ივანიშვილმა მოახერხა, ქვეყნის შიგნით და გარეთ თავი მატყუარა ადამიანად დაემკვიდრებინა - ანა ნაცვლიშვილი
ივანიშვილმა ქვეყნის შიგნით და გარეთ თავი დაიმკვიდრა როგორც მატყუარა და გადამგდებმა ადამიანმა, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ოლიგარქის და გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუციები სრულად დაიქვემდებარა და სახელმწიფო მიიტაცა.
ივანიშვილის მხრიდან ტყუილი არც პირველია და ვეჭვობ, რომ არც უკანაკსნელი. მან მოხერხა, რომ წლების მანძილზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე დაემკვიდრებინა მყარად თავისი თავი როგორც მატყუარა და გადამგდები ადამიანი. ვხედავთ არაერთ მტკიცებულებას იმისა, რომ საქართველო დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო, რომლის ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ექსვემდებარება ივანიშვილის და მისი დაჯგუფების მითითებებს და კონტროლს და არცერთი აღარ ექვემდებარება ამ ქვეყნის კონსტიტუციის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ნება-სურვილს, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ოლიგარქისა და მისი მიალიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. 11 წუთიანი აუდიოფაილის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს 6 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა უნდა, მილიონ ნახევარი პირადად აქვს, სარფიანი გარიგების გასაფორმებლად კი, ბანკიდან 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის დამატება სჭირდება. ივანიშვილს ის დეტალურად უხსნის, რომ მისი შესყიდული კრიპტოვალუტა რომც გაუფასურდეს, საქმეში ჩადებული საკუთარი მილიონ ნახევრიდან მიღებული მოგებით, ბანკის სესხის დაფარვას მაინც უპრობლემოდ შეძლებს. ჩანაწერში ბაჩიაშვილი ივანიშვილს უხსნის, რომ მისთვის სესხის მიცემა ბანკისთვის სარისკო არ იქნება. ივანიშვილმა კი, რომელიც ახლა ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილისთვის სესხი არ მიუცია და მასთან ბიზნესის წილში შევიდა, ბოლომდე ისიც კი არ იცის, რას ყიდულობს ბაჩიაშვილი და საერთოდ რა არის კრიპტოვალუტის ბიზნესი. როგორც კი ივანიშვილს დღეში 200 მილიონის ბრუნვა ესმის, განწყობა ეცვლება, ბაჩიაშვილს მაშინვე ეუბნება რომ მისი ბანკის მმართველს ნატო ხაინდვარავას კიდევ ერთხელ აუხსნას, რისთვის სჭირდება ფული.
"ბატონო ბიძინა ეს არის ჩემი ფული მეტი არაფერი. ბანკი მოგებაში არ მონაწილებს, რისკს იზიარებს იგივეს" - ეს არის მთავარი ფრაზა ჩანაწერში - ივანიშვილი აქ თავად და გარკვევით ამბობს, რომ ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს, ანუ მოგებაც და წაგებაც ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობაა.