სანდრო ცნობილაძე: ჩხრეკას ჩემს აქციებზე დგომას ვუკავშირებ
სანდრო ცნობილაძე მის სახლში მიმდინარე ჩხრეკას რეჟიმის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
ჟურნალისტმა მოკლე კომენტარის გაკეთება შეძლო და თქვა, რომ სახლიდან ამოღებულია ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.
ჩხრეკაზე დილით შემოვიდნენ, ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებლები არავისთვის არ მაღებინებენ კარებს.
არ ვიცი რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი, შესაბამისად მეტი არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი. ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვარ...",- ამბობს სანდრო ცნობილაძე ჟურნალისტებთან.
სანდროო ცნობილაძის საცხოვრებელში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე სახლში სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმყოფება ცნობილაძის 82 წლის დედაც. ადგილზე მივიდა ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში "პირველებს" განუცხადეს, რომ საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვებას.