ჩხრეკა სპორტული კომენტატორის სახლში - საგამოძიებო პირველ განმარტებას აკეთებს
ჩხრეკა სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმე ეხება დაზარალებული ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვებას.
სანდრო ცნობილაძის სახლში კარლო კაციტაძის უწყების თანამშრომლები რამდენიმე საათის წინ შევიდნენ.
ადგილზე იმყოფება "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი და დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.
ცნობისთვის, ცნობილაძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.