ზეწოლა საჯარო სკოლებში - მასწავლებლები კონკრეტულ დეტალებს ჰყვებიან

24.02.25 16:18
ზეწოლა საჯარო სკოლებში - მასწავლებლები კონკრეტულ დეტალებს ჰყვებიან

სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგები "ტვ პირველთან" პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ.  მოქალაქეები დარწმუნებული არიან, რომ სამსახური საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკარგეს.

ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი, სოფო როინიშვილი აღნიშნავს, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმ საბჭოურ მეთოდებს ებრძოდა, რომელიც მისი თქმით სასწავლო დაწესებულებაშია დანერგილი, რის გამოც დირექტორმა სამიზნეში ამოიღო. 

როინიშვილი დარწმუნებულია, რომ ბოლო წვეთი მის მიერ პროევროპულ აქციებში მონაწილეობა გახდა. 

დირექტორმა თავის კაბინეტში დამიძახა და მატერიალურად გადმომცა ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. ამას წინ უძღოდა ჩემი გადაცემა დისციპლინარულ კომიტეტზე, სადაც დისციპლინარულმა კომიტეტმა გამომიტანა სასტიკი საყვედური. დირექტორისთვის ეს დამაკმაყოფილებელი არ იყო, ის ზეწოლას ახდენდა კომიტეტზე და ითხოვდა ჩემს გაშვებას. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი სამოქალაქო აქტივიზმით იყო გამოწვეული, აღმოჩნდა, რომ ამ სკოლაში მე დავანგრიე საბჭოთა კავშირი. ჩემთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, როცა ფოერვერკი ვისროლე, 5 000 ლარით დამაჯარიმეს, ეს კი საფუძველი აღმოჩნდა, ჩემი გათავისუფლების. ის (დირექტორი) ამბობდა, რომ მე რეპუტაციას ვულახავდი სკოლას"- ამბობს გათავიუფლებული მასწავლებელი. 

ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ყველა ბრალდებას უარჰყოფს და ამტკიცებს, რომ  "სოფო როინიშვილი შიდა განაწესის არაერთგზის უხეშად დარღვევის გამო გაუშვეს სამსახურიდან". 

საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლაში იმყოფება  51-ე საჯარო  სკოლის გათავისუფლებული მასწავლებელი, მანანა ღვინჯილია. 

ქალის თქმით, წინასაარჩევნოდ მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ "ძლიერი საქართველოს" ჩუღურეთის ორგანიზაციის ხეკლმზღვანელია. 

რვინჯილია სამსახურში აღდგენას და კომპენსაციის გადახდას ითხოვს. 

6-7 თვის განმავლობაში, სკოლის დირექტორისგან შენიშვნებს სისტემატიურად ვიღებდი. ვინც სკოლაში მუშაობდა და ხედავდა ჩემს შრომას, ყველას შეუძლია, დაადასტუროს, რომ თავი არ დამიზოგავს. ვფიქრობ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს"- თქვა მანანა ღვინჯილიამ.