კობახიძე ამტკიცებს, რომ "გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს"

27.02.25 12:20
კობახიძე ამტკიცებს, რომ "გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს"

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების შეჩერებას "ქართულ ოცნებაში" თავდასხმით პასუხობენ. 

ივანიშვილის რეჟიმის პრემიერმა სამიზნეში პიტერ ფიშერი ამოიღო და კამერების წინ განაცხადა, რომ "გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს" - "მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს".

არის აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. იმედი გვაქვს, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია გერმანიასთან გვექნება მაქსიმალური მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში. იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები მათ შორის, მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს. მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებულები გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, ვფიქრობთ პროგრესი გვექნება ურთიერთობებში“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში გერმანიის ელჩი პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.