რატომ ეშინია ივანიშვილს ბრიტანული სანქციების
რატომ ეშინია ბიძინა ივანიშვილს ბრიტანული სანქციების - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ქართველ ოლიგარქს ქონება ჯერ კიდევ აქვს ბრიტანეთის ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე და ასევე პანამის ოფშორულ ზონაში და სწორედ ამაზე მეტყველებს "ოცნების" მარალჩინოსნების" რეაქცია ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით.
ივანიშვილის შიში ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დადგა შსს-ს მაღალჩინოსანთა მისამართით, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გამო, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბოლომდე არ აქვს ივანიშვილს ბრიტანეთის იურისდიქციაში არსებული თავისი ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სიცრუის ტირაჟირება, რომელიც ირაკლი კობახიძეს დასჭირდა, არ იქნებდოა ადეკვატური", - ამბობს თეონა აქუბარდია.
ირაკლი აბესაძე კი ბრიტანული სანქციების ეფექტზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ივანიშვილი მიუღებელი გახდება ნებისმიერი სახის ფინანსური გარიგებისთვის.
ეს სანქციები ივანიშვილისთვის გაცილებით მეტი პრობლემის მომტანია იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტი ოფშორული კომპანია გააჩნდა ბრიტანეთის იურისდიქციაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ათეულობით კომპანიის საქართველოში გადმორეგისტრირება შეძლო ივანიშვილმა, მაღალია ალბათობა, რომ მას იქ კვლავ რჩება კომპანიები, რომელთა გაყინვის და ჩამორთმევის შემთხვევაში, ის მძიმე ფინანსურ ზიანს მიიღებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ევროპულ იურისდიქციაში, ანუ ბრიტანეთში მისი დასანქცირება მას, როგორც სანდო ფინანსურ პარტნიორს, სხვა ბიზნესმენებისთვის კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის და ფაქტობრივად, ის საბოლოოდ გახდება მიუღებელი ნებისმიერი სახის ფინანსური გარიგებისთვის. ანუ ფაქტობრივად, მას შეიძლება შერჩეს გარკვეული ქონება, სანამ საქართველოში ებღაუჭება ძალაუფლებას, მაგრამ ვერ შეძლებს ამ ქონების ვერანაირი ფორმით გამოყენებას". - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ბრიტანელმა დეპუტატებმა ბრიტანეთის თემთა პალატაში მთავრობას ქართველი ოლიგარქის დაუყოვნებლივ დასანქცირებისკენ მოუწოდეს.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი პოლიტიკოსებმა იმ დროს დააყენეს, როცა საქართველოს შესახებ თემთა პალატაში მწვავე დებატები იმართებოდა. კირ სტარმერის მთავრობის გავლენიან მინისტრს პირდაპირ უთხრეს, რომ ბრიტანეთმა ამერიკის მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ასევე ნახეთ: